აფეთქების მეორე დღე - ზარალი დგინდება

11 დეკემბერი 2017, 00:00 3716 ნახვა

სამსართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ კიდევ უცნობია. ცნობილია, რომ დაზარალებულებს დაეხმარებიან, თუმცა რა ფორმით უცნობი. გარდა იმისა, რომ ახვლედიანის 12 ნომერში მდებარე სახლში ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელია, აფეთქების ტალღამ მინები ჩაამსხვრია, სახურავები და კედლები დააზიანა მეზობელ კორპუსებშიც. დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა.

დაშავდნენ მოქალაქეები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აფეთქების სავარაუდო მიზეზად, რომელსაც ნგრევა მოჰყვა, გაზის გაჟონვა სახელდება. შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს, საკითხს ექსპერტ-კრიმინალისტები სწავლობენ. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი