ბათუმის თოჯინების თეატრი უნგრეთის ქალაქ ვაშვარის "ნეგი გასპარის სახელობის" კულტურის ცენტრის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ვიზიტის მიზანი ბათუმის თოჯინებისა და ექსპერიმენტული თეატრების რეპერტუარისა და სამუშაო სპეციფიკის გაცნობაა.
სტუმრები დაესწრებიან თოჯინების თეატრის წარმოდგენებს ასევე ექსპერიმენტულ თეატრში ნახავენ სპექტაკლებს „კონტრაქტი“ და „სხვა ცარცის წრე“, სავარაუდოდ ამ სპექტაკლებიდან ორს 2018 წლის სეზონზე უნგრეთის საერთაშორისო ფესტივალზე წარსადგენად შეარჩევენ.