განზრახ მკვლელობის საქმე

03 დეკემბერი 2017, 00:00 2767 ნახვა

პროკურატურამ თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 1 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის N51-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს  შესვენებაზე, საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდათ, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა. უკმაყოფილება სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.  უფროსკლასელებმა შეხვედრა სკოლის გარეთ დათქვეს, სადაც ახლობლებიც მიიყვანეს.

ვითარების გასარკვევად ახალგაზრდებმა ხორავას ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც ხელჩართული ჩხუბისას მოხდა კიდეც დაჭრა ცივი იარაღით. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი - საავადმყოფოში მეორე დღეს -2 დეკემბერს. ერთ-ერთი ბრალდებული დაკავებულია, მეორეს დაკავების მიზნით კი შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში