ნინო ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველია

30 ნოემბერი 2017, 00:00 2943 ნახვა

საქართველოს მეშვიდე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გახდა. მას უმრავლესობასთან ერთად ოპოზიციის ნაწილმა დაუჭირა მხარი. ლომჯარია, მიმდინარე წლის სექტემბრამდე გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე იყო.

2011-15 წლებში კი სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ეკავა, მანამდე წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა. ნინო ლომჯარიას კანდიდატურა უმრავლესობის მიერ ოფიციალურად წარდგენამდე, მმართველ გუნდს მესამე სექტორმაც შესთავაზა. მისი კონკურენტი დღეს “პატრიოტთა ალიანსის” მიერ წარდგენილი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე იყო.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი