საკრებულოს თავმჯდომარეს და მოადგილეებს აირჩევენ შუახევის, ახალი მოწვევის საკრებულოში

19 ნოემბერი 2017, 00:00 3121 ნახვა

საკრებულოს, პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს და მოადგილეებს აირჩევენ შუახევის, ახალი მოწვევის საკრებულოშიც. დაკომპლექტდება კომისიებიც. შუახევის საკრებულოში 24 დეპუტატია.

19 წევრი კოალიცია ქართულ ოცნებას ჰყავს, სამი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ერთი ევროპულ საქართველოს, ასევე ერთი დეპუტატით შევიდა საკრებულოში ,,პატრიოტთა ალიანსი“. ახალი მოწვევის შუახევის საკრებულოში ორი ქალია.  საკრებულოს ახალ შემადგენლობაში, 7 წევრი წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატია.  

მარინე ტარიელაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში