‘’მუზეუმების კვირეული’’ - ღონისძიება ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი დაათვალიერეს.
მოსწავლეები მუზეუმის ისტორიას და სხვადასხვა ექსპონანტებს გაეცნენ. კვირეული ოთხშაბათამდე გაგრძელდება. ღონისძიებაში ჩართული არიან ბათუმის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტები.