პარლამენტში უკვე ორი საათია ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობენ.ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმის გამო რომ პროცესი ზედმეტად პოლიტიზებული იყო, კონსტიტუციის განხილვა სიღრმისეულად ვერ მოხდა.
ახალი კონსტიტუციური პროექტით, 2020 წელს ბლოკების ერთჯერადად დაშვება და ე.წ. ბონუსს სისტემის გაუქმება მოხდება. ამასთან, ცვლილებები ეხება რელიგიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ჩანაწერებსაც. ცნობილია, რომ განხილვაში მონაწილეობას არ ღებულობენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.