ბათუმის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო

08 ნოემბერი 2017, 00:00 2936 ნახვა

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეს დაიწყო და ორი დღე გაგრძელდება. ჯანდაცვის, სოციალური და სანიტარული ზედამხედველობის საკითხებზე, რომელზეც 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული, დღეს იმსჯელეს. ჯამში 15 პროგრამა დაფინანსდება.

იზრდება ბენეფიციართა ოდენობა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახლად არჩეული დეპუტატთა ნაწილი ესწრებოდა. 15 ნოემბრამდე ბიუჯეტი საკრებულოში შევა. ქალაქის ბიუჯეტი 2017 წელთან შედარებით 18 მილიონი ლარითაა შემცირებული.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი