ერთი დღე ჯარში“ თავდაცვის სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში IV მექანიზირებულ ბრიგადას საზოგადოებრივი კოლეჯი „ბარაკონის“ სტუდენტები ესტუმრნენ.
ხელმძღვანელობამ სტუდენტებს ბრიგადის ინფრასტრუქტურა და სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელი პირობები გააცნეს. ახალგაზრდებმა სხვადასხვა სასწავლო უბანი, დაათვალიერეს სიმულაციური სწავლების ოთახები და სპეციალურად მათთვის მოწყობილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენას დაესწრნენ.
საინფორმაციო შეხვედრების მიზანი სტუდენტებისთვის სამხედრო თემებზე ინფორმაციის მიწოდება და ქვეყნის უსაფრთხოების, ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და შეიარაღებული ძალების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.