''სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისა'' - სამზადისი პრემიერისთვის

21 ივნისი 2016, 00:00 2705 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრი  მორიგი პრემიერისთვის  ემზადება. ახალ სპექტაკლს ამჯერად თეატრის  სამხატვრო  ხელმძღვანელი და რეჟისორი ანდრო ენუქიძე  დგამს.   ''სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისა'' - ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელიც პოლონელი დრამატურგის  სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით  არის შემუშავებული და თანამედროვე  რეალობის აქტუალურ  საკითხებს  ეხმიანება.  ერთმოქმედებიანი  სპექტაკლი  რეჟისორმა ქართული ელემენტებით  დატვირთა - მუსიკა, ქორეოგრაფია, პოეზია - პოლონურ-ქართულ  ნამუშევარს  ბათუმის დრამატული თეატრის დასი  24 ივნისს- საპრემიერო  ჩვენებაზე წარმოადგნს. ქართულ სინდრომს მოგვიანებით დასი საგასტროლოდ პოლონეთშიც ითამაშებს.

ამავე კატეგორიაში