ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები აჭარის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციას განაგრძობენ.
დღეს ჩვენება ტურსააგენტოების, ავიაკომპანიის წარმომადგენლებისა და ვიზიტორებისთვის გაიმართა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი განცხადებით გამოფენის ფარგლებში ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ავიაკომპანიებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აჭარის მიმართულებით ტურპაკეტების შემუშავებითა და ჩარტერული რეისების დანიშვნით არიან დაინტერესებულები.გამოფენა 18 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი წელს 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა.