მიმდინარე წლის მხოლოდ 8 თვეში მტირალას ეროვნულ პარკს 35 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია – ამ რიცხვის გასაზრდელად ტურიზმის დეპარტამენტი კონცეფციას ამუშავებს.
რეგიონში ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ობიექტის განვითარების გეგმის მთავარი ნაწილი პირველ ეტაპზე სოფელ ყოროლისთავში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, მსჯელობენ ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ველო-ბილიკის მოწყობაზეც. ეძებენ იმ ნიშას, რის გამოც ვიზიტორი მტირალას მთას ეროვნული პარკის მონახულების გარდა, სხვა მიზნითაც ეწვევა. რეგიონის ხელისუფლება სპეციალისტების დასკვნებს ელოდება.