ლიბიაში დაკავებული მეზღვაურების სასამართლო 17 ოქტომბერს გაიმართება

11 ოქტომბერი 2017, 00:00 2838 ნახვა

17 ოქტომბერს ლიბიაში დაკავებული მეზღვაურების სასამართლო პროცესი გაიმართება. ამის შესახებ დღეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში მეზღვაურების ოჯახის წევრებსა და სააგენტოს ხელმძღვანელობასთან გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ოჯახის წევრები ხელისუფლებას ადვოკატის და თარჯიმნის აყვანას სთხოვენ. სააგენტო დაკავებულთა ახლობლებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შუამდგომლობას დაჰპირდა. მანამდე კი დაკავებულების ახლობლებმა სააგენტოს შენობასთან  გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნავთობის კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების პროცესში ჩართულია საკონსულო დეპარტამენტი, საელჩოები ეგვიპტესა და თურქეთში, ასევე უნგრეთის ელჩი, რომელმაც უკვე გამართა ტრიპოლიში შეხვედრები. ტანზანიის  დროშით მცურავი თურქული გემი, ლიბიაში 30 აგვისტოს დააკავეს. ეკიპაჟის 11 წევრიდან სამი ქართველია.

ამავე კატეგორიაში