ლიბიაში დაკავებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზებაში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მამუკა ახალაძე დაეხმარება. აუდიენციის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შეხვედრა 20 წუთის განმავლობაში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მოგვიანებით უწყების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.
ლიბიაში დაპატიმრებული მეზღვაურების ოჯახის წევრებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.
სამი ქართველ მეზღვაური ამ დროისთვის ლიბიის ციხეში იმყოფება, მათ შორისაა გემის კაპიტანი, გენო კომახიძე. ტანზანიის დროში ქვეშ მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს დააკავეს. მიზეზად არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობა დასახელდა.