ნინო ბაციაშვილს საერთაშორისო დიდოსტატის წოდება დაუმტკიცდა

11 ოქტომბერი 2017, 00:00 3647 ნახვა

 ანტალიაში ფიდეს 88-ე კონგრესზე ბათუმელ მოჭადრაკეს, ნინო ბაციაშვილს მამაკაცთა საერთაშორისო დიდოსტატის წოდება დაუმტკიცდა. ბათუმის საჭადრაკო კლუბ “ნონას” წევრს, უმაღლესი წოდება ინგლისში მიმდინარე ტურნირზე მიენიჭა, როდესაც ნინო ბაციაშვილმა რეიტინგს 2500-ით გადააჭარბა და მამაკაცთა შორის გამარჯვება მოიპოვა.

იგი ამ წოდების მფლობელი მეხუთე ქალია საქართველოში,  მსოფლიოში კი 36-ე ადგილს იკავებს. გროსმაისტერის წოდება აქვს ასევე ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ძაგნიძესა და ბელა ხოტენაშვილს

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი