მესხეთისა და მარეთის ქუჩების მცხოვრებლების პროტესტი

10 ოქტომბერი 2017, 00:00 3712 ნახვა

მარეთისა და მესხეთის ქუჩის მოსახლეობა სანიაღვრე არხების მოწესრიგებას, ტროტუარების მოწყობას და გზაზე ორმულების ამოვსებას ითხოვს. მოსახლეობის ინფორმაციით, პრობლემა თითქმის ერთი წელია აწუხებთ.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ორმულების შეკეთება დაგეგმილია, ტროტუარების მოწყობა კი ვიწრო ქუჩის გამო შეუძლებელია. რაც შეეხება სანიაღვრე არხებს, მათი გაწმენდა შპს  ბათუმის წყლის ვალდებულებაა, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნულ ქუჩებზე ცხაურები და სანიაღვრე არხის გარკვეული მონაკვეთები დაზიანებულია და მათი შეკეთება უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი