გიორგი კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, ეს კონსტიტუცია იქნება ძალიან დიდი მემკვიდრეობა

07 ოქტომბერი 2017, 00:00 1798 ნახვა

„დარწმუნებული ვარ, ეს კონსტიტუცია იქნება ძალიან დიდი მემკვიდრეობა, რომლითაც საქართველოში შეუქცევადად დამყარდება დემოკრატიული სისტემა“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიღებული დოკუმენტი დიდი შრომის შედეგია.

„მთლიანი სამუშაო იყო ერთი დიდი ჩართულობის მაგალითი და მმართველი პარტიის მხრიდან ძალიან ბევრი შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგა კომისიის მუშაობის განმავლობაში. კომისიის მუშაობის დასრულების შემდგომაც, არაერთი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული და ის ბოლო სამი ნაბიჯი, მოთხოვნილი არ არის ვენეციის კომისიის მხრიდან, მაგრამ ჩვენ ვდგამთ - 3%-მდე ბარიერის დაწევა 2020 წლის არჩევნებზე; პარტიული ბლოკების კიდევ ერთხელ, ერთი რაუნდით დაშვება და ბონუსის სისტემაზე მთლიანად უარის თქმა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ნუ ვიწინასწარმეტყველებთ, იქნება თუ არა ვეტო“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, არც ერთი ახალი ცვლილება  მმართველი გუნდის ინტერესის განმტკიცებას არ ემსახურება. მთავრობის მეთაურის განმარტებიოთ, კონსტიტუცია   კონსენსუსის სულისკვეთებითაა გამსჭვალული და  დემოკრატიის განვითარების გზაზე ძალიან დიდი ნაბიჯია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი