უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის დაჯარიმებაზე იმსჯელებს ბათუმის საქალაქო სასამართლო

04 ოქტომბერი 2017, 00:00 3910 ნახვა

რამდენიმე წუთში კი უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის დაჯარიმებაზე  იმსჯელებს ბათუმის საქალაქო სასამართლო. დარჩება  თუ არა ძალაში  ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება  და დაჯარიმდება თუ არა 2000 ლარით საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომელი   ეს მოსამართლე ლაშა თავართქილაძეზეა დამოკიდებული.

გუშინ ამ მოსამართლის ერთ-ერთმა კოლეგამ კი აჭარის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელს ფინანსური სანქციის დაკისრების ნაცვლად სიტყვიერი შენიშვნა მისცა, რადგან მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიჩნია, რომ ქმედება მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევა იყო. როგორც სამინისტროს, ისე უმაღლესი საბჭოს თანამშრომელმა უწყებების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებზე მერობის კანდიდატების წარდგენის ფოტო და ვიდეო მასალები ატვირთეს. 

ერთადერთი პირი, რომელიც სასამართლომ საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის დააჯარიმა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელი აღმოჩნდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი