უფლებადამცველი საპატიმროებში არსებულ ვითარებაზე

03 ოქტომბერი 2017, 00:00 2339 ნახვა

უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის განცხადებით,   საპატიმროებში პრობლემად რჩება ჯანდაცვისა და კვების საკითხები. იგი დღევანდელ ბრიფინგზე  ეკა ბესელიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  საპატიმროებში  პატიმართა წამების ფაქტებმა  იკლო,  თუმცა არაჰუმანურ მოპყრობად ითვლება, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო და კვების მომსახურებით სარგებლობის ნაკლებობა. ბაკურიძე ითხოვს, შეიქმნას საზოგადოებრივი  კონტროლის ჯგუფი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებას შეისწავლის. 

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ  გუშინ განაცხადა, რომ საპატიმროებში 2012 წლის შემდეგ არც ერთი საჯარო მოხელის მიმართ პატიმართა წამების ფაქტი არ დაფიქსირებულა. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი