ილია და კირილ ზდანევიჩების მიერ პირველი ქართული ავანგარდული მოძრაობა 41˚-ის დაფუძნების 100 წლისთავი აღინიშნა ბათუმში. ილია ზდანევიჩის არქივებიდან ამოღებული მასალებით ახალ ბულვარში ამფითეატრში გამოფენა მოეწყო. ზდანევიჩების საღამოს მიეძღვნა დიზაინერ უტა ბექაიასა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების კოსტიუმირებული პერფომანსი სახელწოდებით „ილიაზდი“.
საღამოს ესწრებოდნენ ილია ზდანევიჩის მკვლევარები და მარი ჟანტი - შანელის სახლის არქივების წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ ილია ზდანევიჩი, რომლის სახელთანაა დაკავშირებული ნიკო ფიროსმანის აღმოჩენა და რომელმაც მოღვაწეობა 1917 წელს ბათუმიდან დაიწყო 8 წლის განმავლობაში მუშაობდა პარიზში. იგი შანელის სამი ქარხნის ხელმძღვანელი იყო. საღამოზე ასევე გაჟღერდა იდეა, რომ ახალ ბულვარში ამფითეატრის მიმდებარედ შესაძლოა ზდანევიჩის ხელოვნების ცენტრი აშენდეს.