კუმურდოში  ტაძრის რესტავრაცია გაგრძელდება

01 ოქტომბერი 2017, 00:00 2151 ნახვა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში  ძეგლის რესტავრაციის პროცესი გაგრძელდება. ასეთია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადება. ნიკოლოზ ანთიძემ მომხდარი მოვლენები, რამდენიმე ადამიანის მხრიდან პროვოკაციად შეაფასა.

კუმურდოში დაპირისპირება გუშინ მე-10 საუკუნის ტაძრის რესტავრაციის გამო დაიწყო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ადგილობრივების ნაწილმა კულტურის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე, რომელსაც დაცვის პოლიცია იცავს, შეღწევა სცადა. დაპირისპირების შედეგად ნაცემია პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი.

მომხდარზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო , შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა "დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ტაძრის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ადგილზე მისულ პოლიციას კი ქვები დაუშინეს. შემთხვევის შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები, ასევე დაზიანდა შსს-ს ბალანსზე რიცხული რამდენიმე ავტომანქანა".

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი