ლიბიაში დაკავებული მეზღვაურების ოჯახების მიმართვა

29 სექტემბერი 2017, 00:00 4521 ნახვა

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების მშობლებმა და ახლობლებმა ცოტახნის წინ ევროპის მოედანზე აქცია გამართეს. რომან კაკალაძის, გენო კომახიძისა და ნუკრი ხოხბას ნათესავების განცხადებით, დაკავებული მეზღვაურები  გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.

არა აქვთ სასმელი წყალი და საკვები. ისინი საქართველოს მთავრობასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ დახმარებისკენ  მოუწოდებენ. საპროტესტო აქციაზე უფლებადამცველი, თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა. აქციის დაწყებამდე კიდ ღეს „მთავარის“ ჟურნალისტი ერთ-ერთ დაკავებულ მეზღვაურს,  ესაუბრა. რომა კაკალაძის თქმით,  სასამართლო პროცესი ორჯერ შედგა, თუმცა მათ არ ჰყავთ ადვოკატი, რომ თავიანთი უდანაშაულობა დაამტკიცონ. ბათუმელი მეზღვაური საქართველოს მთავრობას, თარჯიმნის აყვანის თხოვნით მიმართავს.

რომა კაკალაძე ალდამანიის ციხეში , სამ ქართველ მეზღვაურთან ერთად იმყოფება. მათ შორისაა გემის კაპიტანი, გენო კომახიძე.ლიბიაში, ტანზანიის დროში ქვეშ მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს დააკავეს. მიზეზად არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობა დასახელდა.

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში