საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დღეს პარლამენტში მესამე მოსმენით განიხილავენ

26 სექტემბერი 2017, 00:00 2845 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დღეს პარლამენტში მესამე მოსმენით განიხილავენ. რიგგარეშე სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული. შესაძლებელია ქვეყნის ძირითადი კანონი დეპუტატებმა დღესვე დაამტკიცონ. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას საპარლამენტო უმცირესობა არ აპირებს. „ერთიან ნაციონალურ   მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ეს მათი მხრიდან პროტესტის გამოხატულებაა. ,,ევროპულ საქართველოს” წევრები კი ფიქრობენ, რომ მმართველმა გუნდმა  ყველა მოატყუა, რადგან პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გადაავადეს.

კონსტიტუციის პროექტში მხოლოდ სარედაქციო ტიპის ცვლილებები შევა. პარლამენტის თავმჯდომარემ სრულიად ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება დააანონსა, რომლითაც ე.წ. ბონუსის სისტემა გაუქმდება და ერთჯერადად - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, 3%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში, ბლოკების შექმნის შესაძლებლობა შენარჩუნდება.

კიდევ ერთი სიახლე, პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭოს ჩამოყალიბებაა, რომლის ფორმირებაც საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მოხდება.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი