ქობულეთში მეწყრის რამდენიმე კერა გააქტიურდა /ვიდეო/

23 სექტემბერი 2017, 00:00 3762 ნახვა

ძლიერმა წვიმამ სოფელ ქობულეთში მეწყერი გამოიწვია და ცენტრალური გზა ჩახერგა. მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მეწყერის რამდენიმე კერაა გააქტიურებული.

სტიქიის ზონაში საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ჯგუფები მუშაობენ, შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის სპეციალური შტაბი. 

შტაბში ამბობენ, რომ მობილური ჯგუფები ყველა პრობლემურ უბანზეა გასული. უხვი ნალექის გამო ელექტრომომარაგების პრობლემა სხვა სოფლებსაც შეექმნა. შუქის გარეშეა დარჩენილი სოფელი ხუცუბანი. 

 კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ დაზიანებები ცალკეულ ლოკაციებზეა და მის აღმოსაფხვრელად კომპანიის თანამშრომლები უკვე მუშაობენ.  

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი