“ესენი ჩემი პეპლებია” აქცია- წარმოდგენა- ასოციაცია „დეა“-მ გამართა. მიზანი პოლიტიკაში ქალების აქტიურად ჩართვის ხელშეწყობა და სტერეოტიპების დაძლევაა. მწერალმა დათო ტურაშვილმა, საქართველოში ქალის ისტორიულ როლზე ისაუბრა. საზოგადოების შეფასებით, ქალებს თანასწორი უფლება აქვთ, თუმცა არსებული ტრადიციებისა და შეხედულებების გამო ნაკლებად ერთვებიან პოლიტიკაში.