საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ხვალ მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობას, ერთი წლით, ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი შეხვედრები. დღეს გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკსა და ეუთო-ს გენერალურ მდივან ტომას გრემინგერს შეხვდება, ასევე - გაიმართება შეხვედრები გაერო-ს გენერალურ მდივანთან, მოლდოვას პრემიერ-მინისტრთან, უზბეკეთის და ავღანეთის პრეზიდენტებთან.