პრემიერი გერმანიაში

15 ივნისი 2016, 00:00 3394 ნახვა

საქართველოს პრემიერი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება. მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგს და რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ. შეხვედრა ერთობლივი პრესკონფერენციით დასრულდება. დღესვე საქართველო–გერმანიის ბიზნეს ფორუმს ბერლინში, გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. ფორუმში 100–ზე მეტი გერმანული და 30  ქართული კომპანია მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში დღეს დაიწყო, რომლის დასასრულს, კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრება.

ამავე კატეგორიაში