მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017” დასრულდა

11 სექტემბერი 2017, 00:00 2507 ნახვა

ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დახურვის ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო ქვედანაყოფებმა საჩვენებელი წვრთნები გამართეს. უკრაინულმა საზღვაო-საავიაციო ქვედანაყოფმა დესანტირების, სპეციალური ოპერაციების ძალების ქართველმა და ბულგარელმა სამხედროებმა კი, რეიდის ოპერაცია ჩაატარეს. 

საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისათვის და ჯარების მაღალი მზადყოფნის შენარჩუნებისათვის ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ცხრა სამხედრო თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით, „გენერალი კვინიტაძით“ დააჯილდოვეს. სწავლების დახურვის ცერემონიალის ბოლოს, მოწვეული სტუმრებისთვის სწავლებაში მონაწილე სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენაც გაიმართა.
სამხედრო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების და ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალების ორგანიზებით ორფოლოს პოლიგონზე და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში ჩატარდა. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიისა და აზერბაიჯანის 1500-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი