ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრს მასპინძლობს. თეატრი ორი დღის განმავლობაში პატარებს უფასოდ უმასპინძლებს. დღეს ეკატერინე სირაძის რეჟისორობით პატარებმა სპექტაკლი „მზის სხივი“ ნახეს.
ხვალ კი მოზარდებს „ ასფურცელას“ ნახვა შეეძლებათ. დღეს ბათუმის თოჯინების თეატრს ინკლუზიური ჯგუფის ბავშვები სტუმრობდნენ. ბათუმის თოჯინების თეატრში ახალი სეზონი ორი დღის წინ გაიხსნა.