უსაფრთხოების სფეროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა აშშ-ში

10 სექტემბერი 2017, 00:00 2051 ნახვა

სახელმწიფო დეპარტამენტში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის მიმდინარე აქტიური თანამშრომლობის საკითხები, საერთაშორისო ტერორიზმის დასამარცხებლად ამერიკა-საქართველოს მიერ გაწეული კოორდინირებული ქმედებები, რეგიონში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა და საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები განიხილეს. საქართველოს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები თავდაცვის მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეები იყვნენ, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს სახელმწიფო მდივნისა და თავდაცვის მდივნის მოქმედი მოადგილეები წარმოადგენდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი