თოჯინების თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს

08 სექტემბერი 2017, 00:00 2178 ნახვა

ბათუმის თოჯინების მოზარდ -მაყურებელთა პროფესიულ თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს. მედეა ჩარკვიანი თემურ მახარაძემ ჩაანაცვლა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ჩხაიძის განცხადებით, მახარაძე მისი გუნდის წევრია. ჩხაიძე საკადრო ცვლილებებს სამომავლოდ არ გამორიცხავს. თოჯინების თეატრი ხვალ 81-ე თეატრალურ სეზონს გახსნის.

13 საათზე პატარებისათვის სპექტაკლი “მოჯადოებული ფერი” გაიმართება. დეკემბერში კი  სამი ახალი სპექტაკლის პრემიერა იგეგმება.  ნოემბერში დასი გასტროლით ტარტუში მიემგზავრება. ასევე იგეგმება თეატრში სტუდიისა და გასართობი ცენტრის მოწყობა. 

ამავე კატეგორიაში