შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო შტაბში თათბირი გამართა

07 სექტემბერი 2017, 00:00 2440 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა  საგანგებო შტაბში გამართულ თათბირზე ისაუბრა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, შავნაბადას მთის ფერდობზე უწყების 700-მდე თანამშრომელია მობილიზებული, პარალელურად  2 ვერტმფრენი მუშაობს. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყნის რეგიონებში ხანძრის კერების ქრობის პროცესის შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა და საგანგებო შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა. 

სოფელ ართანასთან, ტყის მასივში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს გიორგი მღებრიშვილი პირადად გაეცნო,  მეხანძრე-მაშველებსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. „თელავის მუნიციპალიტეტში  ტყის მასივში, ცეცხლის კერები ფაქტობრივად ლოკალიზებულია. ამ დროისთვის, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია“ - აცხადებს მინისტრი.

ცოცხალი ძალა აქტიურად განაგრძობს თუშეთში, სოფელ ხახაბოს მიმდებარედ, ტყის მასივში არსებული ხანძარის ცალკეული კერების დაქრობით სამუშაოებს. წყლით მომარაგება ხელოვნურად მოწყობილი რეზერვუარებიდან ხდება.

ამავე კატეგორიაში