ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა

07 სექტემბერი 2017, 00:00 2331 ნახვა

ტერორისტული აფეთქების შედეგად სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიჭრა შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძის მდგომარეობა მძიმეა. 

ტერორისტული აქტისას ასევე მსუბუქად დაიჭრნენ სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებული მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში ინტენსიურ მკურნალობას გადიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი