მედეა ჩარკვიანი თოჯინების თეატრს აღარ უხელმძღვანელებს

06 სექტემბერი 2017, 00:00 2433 ნახვა

თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის დირექტორის თანამდებობაზე მედეა ჩარკვიანს სავარაუდოდ, ექსპერიმენტული თეატრის აღმასრულებელი მენეჯერი თემურ მახარაძე ჩაანაცვლებს. მედეა ჩარკვიანს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ახალადარჩეულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა აჭარის  განათლების მინისტრს მახარაძის კანდიდატურა დასამტკიცებლად გუშინ წარუდგინა. გიორგი ჩხაიძე ამბობს, თემურ მახარაძე მისი გუნდის წევრია და მის შესაძლებლობებში დარწმუნებულია.

შეკითხვას, თუ რატომ არ დატოვა აღნიშნულ პოზიციაზე მედეა ჩარკვიანი, გვპასუხობს, რომ მისი აზრით, თემურ მახარაძე უფრო ძლიერი დირექტორი იქნება. უკვე ყოფილი დირექტორი განმარტავს, რომ ცვლილებები ჩვეულებრივი მუშა პროცესია და პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს. აჭარის განათლების მინისტრს ბრძანებაზე ჯერ ხელი არ მოუწერია. ინგა შამილიშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს. შეგახსენებთ, თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის სახელმწიფო პროფესიულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი 1 სექტემბრიდან ჰყავს. მედეა ჩარკვიანი კი თეატრს 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი