ხანძარი კახეთში

04 სექტემბერი 2017, 00:00 1961 ნახვა

კახეთში სოფელ ართანაში ცეცხლის ქრობის პროცესში 4 ვერტმფრენია ჩართული. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და ეროვნული სატყეოს სააგენტოს თანამშრომლები  მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ.

კახეთში საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა  შინაგან საქმეთა მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა. თათბირის შემდეგ მინისტრმა ვერტმფრენით ყველა ის ადგილი დაათვალიერა, სადაც ამ დროისთვის ხანძრის ქრობის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი