კახეთში ხანძრის ჩასაქრობად ცოცხალი ძალა და ავიაცია ერთდროულად მუშაობს

04 სექტემბერი 2017, 00:00 1724 ნახვა

კახეთში სოფელ ართანაში ცეცხლის ქრობის პროცესში 4 ვერტმფრენია ჩართული. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები  24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

კახეთში საგანგებო შტაბის თათბირი შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩაატარა. გიორგი მღებრიშვილმა შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა. შეხვედრის შემდეგ კი ვერტმფრენით ყველა ის ადგილი დაათვალიერა, სადაც ამ დროისთვის ხანძრის ქრობის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

ართანაში, კოხტას მთაზე ხანძარს მესამე დღეა ებრძვიან.

ამავე კატეგორიაში