ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა ავარიული დაჯდომა განახორციელა. ამ დროს, საფრენ აპარატში ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა.