BIAFF 2017 - ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა

24 აგვისტო 2017, 00:00 2046 ნახვა

ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა 2017 წლის საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის. ბათუმის კინოფესტივალი ტარდება 2017 წლის 17-24 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.

მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 10 ფილმი:

1. პატიოსანი კაცი, მოჰამად რასულოფ, ირანი, 2017, 117 წთ.

2. ჩიტები მღერიან კიგალიში, იოანა კრაუზე, ქშიშტფ კრაუზე, პოლონეთი, 2017, 113 წთ.

3. Claire Obscure, იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016, 100 წთ.

4. დედე, მარიამ ხაჭვანი, საქართველო/კატარი, 2017, 97 წთ.

5. ნაზი არსება, სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/გერმანია/ჰოლანდია/რუსეთი/ლიტვა, 2017; 143 წთ.

6. როგორ წაიყვანა ვიქტორ „ნიორმა“ ალექსეი მოხუცებულთა თავშესაფარში, ალექსადნრე ჰანტი, რუსეთი, 2017, 90 წთ.

7. იუპიტერის მთვარე, კორნელ მუნდრუზო, უნგრეთი/გერმანია, 2017, 123 წთ.

8. მეტი, ონურ საილაკ, თურქეთი, 2017, 115 წთ.

9. წვეულება, სალი პოტტერ, დიდი ბრიტანეთი, 2017, 71 წთ.

10. აფრენა, ეჰსან აბდიპოური, ირანი, 2017

 

მხატვრული ფილმების კონკურსის ნომინაციები - საუკეთესი ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ქალი და მამაკაცის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა ცნობილი ირანელი კინორეჟისორი - მოჰსენ მახმალბაფი.

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 9 ფილმი:

1. აუსტერლიცი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია, 2016; 94 წთ.

2. ბურმის მოთხრობების კრებული, პიტერ ლომ, ჰოლანდია/ნორვეგია, 2017, 81 წთ.

3. აჩრდილების ქალაქი, მეთიუ ჰეინმან, აშშ, 2017, 90 წთ.

4. მზის ქალაქი, რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ.

5. დიქსი ლენდი, რომან ბონდარჩუკი, უკრაინა/ლატვია/გერმანია, 2016, 60 წთ.

6. თავისუფლების დღე, უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკ, ნორვეგია/ლატვია, 2016, 100 წთ.

7. ჩემი გარეუბნის ისტორია, იუნუს კურკუტ, თურქეთი, 2017

8. ცემენტის გემო, ზიად ქალთოუმ, გერმანია/ალბანეთი/სირია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები/კატარი, 2017, 85 წთ.

9. ცოცხლად დარჩენის მეთოდი, არნო ჰაგერს/ერიკ ლიეშუტ, რეინერ ვან ბრუმელენ, ჰოლანდია/ბელგია, 2016; 70 წთ.

 

ამავე კატეგორიაში