რუსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

24 აგვისტო 2017, 00:00 2003 ნახვა

რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას ოლგა დემინას მკვლელობა გახსნეს. გამოძიების შედეგების თანახმად, მკვლელობაში ეჭვმიტანილია ბალერინას ნაცნობი საქართველოს მოქალაქე მალხაზ ჯავოევი, რომელიც მცველად მუშაობდა.

არსებული ინფორმაციით, მალხაზ ჯავოევი ესკორტ მომსახურებისთვის ფულიან და გავლენიან პირებს ბალერინებს აცნობდა. გარდა ამისა, ჯავოევმა, სავარაუდოდ, ინტერნეტში ოლგა დემინას პორნოგრაფიული სურათები გაავრცელა. ამჟამად 37 წლის მალხაზ ჯავოევი Матросская тишина-ს იზოლატორში იმყოფება და უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. მას განზრახ მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი.

გამოძიების ინფორმაციით, ჯავოევმა მოსკოვში საიდუმლო ბიზნესი ააწყო და ფულიანი ხალხის წვეულებებზე ბალერინებს აგზავნიდა. ერთ-ერთ ასეთ წვეულებაზე 2012 წელს მან 23 წლის ოლგა დემინა გაიცნო, რომელიც მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინა იყო. გამოძიების ინფორმაციით, მალხაზ ჯავოევი უკანასკნელი იყო, ვინც ოლგა დემინა ნახა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ჯავოევმა ოლგა დემინა 2014 წლის 20 აგვისტოს ბინაში მოკლა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი