მოსახლეობა რეკრეაციული ზოლის შენარჩუნებას ითხოვს

15 აგვისტო 2017, 00:00 2664 ნახვა

ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე ცენტრალურ პარკთან ტერიტორიის გასხვისებასა და სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ და რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ.  ამ მონაკვეთზე ფიჭვის ხეებია, რომლებიც მათი თქმით, მშენებლობის პროცესში განადგურდება. გარდა ამისა ადგილობრივების ინფორმაციით, თუ სასტუმრო აშენდება სანაპიროზე გადასასვლელები გადაიღობება.

ეკონომიკის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ინვესტორი  მწვანე საფარის მაქსიმალურად შენარჩუნებას გეგმავს, მოეწყობა სანაპიროზე გადასასვლელებიც.  აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით მილიონ 648 ათას ლარად გასხვისდა. კომპანია ვალდებულია მრავალნომრიანი სასტუმრო კომპლექსი და სხვადასხვა გასართობი ობიექტი განათავსოს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზღვისპირა ქალაქში დაახლოებით 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი