„ღირსეული პარტნიორი 2017“ ფარგლებში დღეს მრავალეროვნული სწავლების საბრძოლო სროლა გაიმართება.
სწავლებაში წელს ფართომაშტაბიანია და მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი რვა ქვეყანა მონაწილეობს: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა. სულ 2 ათას 800-ზე მეტი სამხედროა წვრთნებში ჩართული. პირველად სწავლებაში ჩაერთო გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსერი“. სწავლება 12 აგვისტოს დასრულდება.