საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე უკრაინაში კოხტა კოდუა დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 4 აგვისტოს დააკავეს.
უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძებნილი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული იქნა საექსტრადიციო პატიმრობა 40 დღის ვადით. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამჟამად კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.