ამერიკის შეერთბული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი დღეს დაიწყო. მაიკ პენსის თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაიკ პენსსა და მის მეუღლეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დახვდა. გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა.
რამდენიმე წუთში მაიკ პენსს მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. ვახშამს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება.
ხვალ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილისა და ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება. აუდიენციის დასრულების შემდეგ კი პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ხვალვე მაიკ პენსი სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება.