აქცია ტრეფიკინგის წინააღმდეგ

30 ივლისი 2017, 00:00 2473 ნახვა

ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სარფის საბაჟოზე აქცია გაიმართა.

საზღვრის გადამკვეთ მოქალაქეებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ, რომლებშიც განთავსებულია გზამკვლევი და ინფორმაცია საზღვარგარეთ შესაძლო პრობლემებთან დაკავშირებით. საინფორმაციო ხასიათის აქცია “ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის” ორგანიზებით გაიმართა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი