ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდა და თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების მხარდაჭერა - ამ საკითხებზე შეხვედრა აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ,,ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისათვის’’ ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.