შუახევის გამგებლობის სავარაუდო კანდიდატები

24 ივლისი 2017, 00:00 6202 ნახვა

   შუახევის გამგებლობის სავარაუდო კანდიდატებად ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი ფრიდონ ფუტკარაძე, ბიზნესმენი ემელიან შერვაშიძე და ავთო ჯუმუშაძე სახელდებიან. მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები და კონსულტაციები,  აღნიშნულ პირებთან ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ.   ემელიან შერვაშიძე სატელეფონო საუბარში მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებს.

რაც შეეხება ფრიდონ ფუტკარაძეს, მისი თქმით,  ამ ეტაპზე ძველ თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას. ავთო ჯუმუშაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი