სოფელ ვაშლოვანში მდებარე ახალაშენებულ სოციალურ სახლში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 59 ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცა. ეკომიგრანტთა განაცხადები სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა.
72 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით აშენდა. ტერიტორიაზე სულ სამი 6 სართულიანი შენობა განთავსდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3,5 მლნ ლარი გამოიყო. სოციალურ სახლში ამ ეტაპზე 13 ბინაა თავისუფალი.