პროექტი შშმ პირებისთვის

07 ივნისი 2016, 00:00 3520 ნახვა

“დაინახე უფრო მეტი ვიდრე ჩანს”--ამ სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია დღეს ხელვაჩაურის კულტურის სახლში გაიმართა-პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის რაიონებში ადაპტირებული გარემოს შექმნასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას. ღონისძიებაში 14-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც მონაწილეობდნენ. პროექტის მხარდამჭერი ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციაა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც რეგიონში ამ კუთხით შესაბამისი გარემოს შესაქმნელად აქტიურად იმუშავებს.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში