თამარის დასახლებაში მდებარე სოციალურ სახლში 19 ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება. მათ შორის არიან, როგორც სტიქიის შედეგად დაზარალებული, ასევე ეკომიგრანტებიც.
გადაწყვეტილება სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს. ამ გადაწყვეტილებით თამარის დასახლებაში მდებარე სოციალურ სახლი შეივსო. კორპუსში 58 ბინაა.