აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გირესუნის გუბერნიაში საავადმყოფოში იმყოფებოდა.
“უახლოეს საათებში ჩვენ ბავშვებს გავამგზავრებთ სამშობლოში,სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანი რჩება საავადმყოფოში, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მაქსიმალური ყურადღება ექცევათ მათ ვფიქრობ უახლოეს პერიოდში მათი გადაყვანაც მოხერხდება სამშობლოში. არაერთი კითხვა დაისვა მიზეზებზე , ჯერ-ჯერობით პასუხი არ გვაქვს ეს სამართალდამცავების პრეროგადივაა, თუმცა მოქალაქეებთან პირად საუბრებში ყველა გვიდასტურებს ,რომ ყველას ეძინა და არავინ არ იცის კონკრეტულად რა მოხდა და ვისი ან რისი ბრალი იყო”. -განაცხადა ზურაბ პატარაძემ თურქეთში დაშავებულების მონახულების შემდეგ.